კონკურსი პოლიტიკის ნარკვევებზე

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის იწვევენ სოციალურ მეცნიერებათა სამართლის ექსპერტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ანალიტიკოსებს და პრაქტიკოსებს ბეჭდვითი პუბლიკაციის ავტორობისთვის.

პოლიტიკის ნარკვევების თემები:

** საარჩევნო რეფორმა
** თვითმმართველობის რეფორმა
** ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წახალისება
** პოლიტიკური პარტიების დაფინანსება

პუბლიკაციების სერია მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს მაღალი ხარისხის, მტკიცებულებზე დამყარებული ანალიტიკური ნაშრომები. ნარკვევები განკუთვნილია როგორც გადაწყვეტილების მიმღები, ისე დაინტერესებული საზოგადოებისთვის. პოლიტიკის ნარკვევების ამოცანაა ხელი შეუწყოს მეტ ეფექტურობას, ჩართულობას, გამჭვირვალობას და დემოკრატიულობას პოლიტიკის პრაქტიკაში, საზოგადოებრივ დისკუსიაში, კანონმდებლობასა და ზოგადად პოლიტიკაში.

წარმატებული ნამუშევრები უნდა წარმოადგენდნენ თეორიული და პრაქტიკული მტკიცებულებებით გამყარებულ სიღრმისეულ მოსაზრებებს და ითვალისწინებდნენ ქართულ და საერთაშორისო გამოცდილებას.

პუბლიკაციების შინაარსი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:

** არსებული კონტექსტის შეჯამება
** გაუმჯობესების ღირებული ალტერნატივები/შემოთავაზებები
** თითოეული შემოთავაზების ძლიერი და სუსტი მხარეები
** ავტორის მიერ რეკომენდებული მოქმედების მიმართულება
** არგუმენტაცია
** დადებითი და უარყოფითი მხარეების და/ან სავარაუდო შედეგების ანალიზი
** რეფორმის იმპლემენტაციის დირექტივები და რჩევები

NIMD-ის მხარდაჭერა:

** შერჩეული წინადადებების ავტორებს გადაეცემათ ჰონორარი, მიიღებენ ჰონორარს 1200 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით)
** დასრულებული ნამუშევრები რედაქტირების შემდეგ დაიბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. პუბლიკაციების ავტორები მიწვეული იქნებიან პუბლიკაციების წარსადგენად NIMD-ის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციებზე.

აპლიკაციის პროცედურა:

პუბლიკაციის 600 სიტყვიანი წინადადება და ავტორის რეზიუმე უნდა იქნას წარდგენილი 2013 წლის 11 მარტამდე მისამართზე: contact@nimd.ge და სათაურის ველში მიუთითეთ “განაცხადი პოლიტიკის ნარკვევისთვის”.

განაცხადი უნდა მოიცავდეს განზრახვის პუბლიკაციის მიზნების/თემის აღწერას, კვლევის მეთოდოლოგიას (სადაც საჭიროა) და სამუშაო ბიბლიოგრაფიას. განაცხადებს განიხილავს NIMD-ის და EPD-ის კომისია. შერჩეულ ავტორებს შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნებათ არაუგვიანეს აპრილისა. პუბლიკაციის წინადადება უნდა იყოს შედგენილი ინგლისურ ან ქართულ ენაზე.

დასრულებული ნამუშევრების მოცულობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 8000 სიტყვას ბიბლიოგრაფიის გამოკლებით. შერჩეული ავტორების მიერ პოლიტიკის ნარკვევის წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივლისი.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ზანდუკელის 5, თბილისი 0108.
ტელ.: 00995 32 982456
http://www.nimd.org | http://www.nimd.ge
irakli.kobalia@nimd.ge