თანამედროვე დროში პოლიტიკური კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ტექნოლოგიების გარეშე ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროექტის „დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები“-ს ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს ინოვაციური აპლიკაცია – Ecanvasser-ი გადაეცათ.
აღნიშნული პლატფორმა, პოლიტიკური პარტიების მიერ მრავალ ქვეყანაში გამოიყენება და არის კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების ახალი ხელსაწყო, რომელიც პარტიებს მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებთან კავშირის დამყარებასა და კომუნიკაციის შენარჩუნებაში ეხმარება.
“ულტრათანამედროვე ციფრული აპლიკაცია, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების შიდა გადაწყვეტილებების უკეთ მომზადებასა და მართვაში, ამომრჩევლებთან მჭიდრო კავშირსა და იმაში, რომ საკუთარი წევრების, მხარდამჭერებისა თუ საარჩევნო ოლქების დემოგრაფიასა და პოლიტიკურ ინტერესებზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ დემოკრატიის განვითარებაში მათზე დაკისრებული ფუნქციები უკეთ შეასრულონ.” – აღნიშნავს ლევან ცუცქირიძე, EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი.
Ecanvasser–ის ძირითადი მახასიათებლებია: CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის) მენეჯმენტი, გეოკოდირება, რუკის ვიზუალიზაცია და ჯგუფური სეგმენტაცია. პლატფორმის გამოყენებით, პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მონაცემთა ბაზების შექმნა, მისამართებისა და გეოკოდების დამატება. აპლიკაცია აანალიზებს მონაცემებს, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა უკეთ აღიქვან საზოგადოების საჭიროებები და შეძლონ კამპანიაზე დაკვირვება. უჩვენებს მათ კამპანიის განვითარების სრულ სურათს. Გამოკითხვის შედეგებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.
აპლიკაციის პრეზენტაციის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიები გაეცნენ ციფრული ინსტრუმენტის ფუნქციონალს და სხვა საჭირო ინფორმაციას თანაბარი მონაწილეობისა და ღიაობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამავდროულად, ხაზი გაესვა ციფრული დემოკრატიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მნიშვნელობას პარტიული საქმიანობის კუთხით.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ამერიკის დემოკრატიის ეროვნულ ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის – „დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები: პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროექტის „დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები“-ს ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს ინოვაციური აპლიკაცია – Ecanvasser-ი გადაეცათ.