2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, NIMD სამხრეთ კავკასიის ოფისი ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდს – www.partiebi.ge განაახლებს. ამჯერად ვებ-გვერდზე განთავსდება როგორც რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების პროგრამები, ისე თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხედვები ქვეყნისა და ქალაქების განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე.
ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო საარჩევნო სუბიექტისა თუ მერობის კანდიდატების მოსაზრებებს და ერთმანეთს შეადაროს მათი ხედვები ამა თუ იმ საკითხზე. ვებ-გვერდი ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იქნება ხელმისაწდომი. პროექტი ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს მიერაა დაფინანსებული და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ვებ-გვერდის პრეზენტაცია 2014 წლის 20 მაისს გაიმართება.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე დაინტერესებულ საარჩევნო სუბიექტებს/მერობის კანდიდატებს საშუალება აქვთ გამოგზავნონ შევსებული კითხვარები 2014 წლის 9 მაისის ჩათვლით ელ. ფოსტის მისამართზე: contact@nimd.ge/smukhuradze@nimd.ge
ჩამოტვირთეთ კითხვარი საარჩევნო სუბიექტისთვის
ჩამოტვირთეთ კითხვარი მერობის კანდიდატისთვის
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სალომე მუხურაძე, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის ოფიცერი
ელ.ფოსტა: smukhuradze@nimd.ge ტელეფონი: 2 982456/13; 599 298882
ზანდუკელის ქუჩა #5, თბილისი, საქართველო