მიმდინარე წლის 17 აპრილს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის (HCNM) ერთობლივი პროექტის „ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ფარგლებში შექმნილი მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ეროვნული უმცირესობების თემაზე მომუშავე მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი აერთიანებს პოლიტიკოსებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებიდან.
ლევან ცუცქირიძემ, ნიმდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ისაუბრა პროექტის მიზნების შესახებ და დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილა. ქალბატონ ასტრიდ თორსმა, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი და ბატონ ჰანს ჰორბახმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ხაზი გაუსვეს ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობისა და წარმომადგენლობის ზრდის მნიშვნელობას მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის.
ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და ქალბატონ სოფო სიჭინავამ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრეს თუ რა მექანიზმებით შეიძლება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა. ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭომ და ცენტრალური საარჩევნო კომისიამ.