NIMD-ის პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების პროგრამაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა ჩაერთო. სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ორგანიზაციის გამგეობის წევრები შედიან, რეგულარულ სამუშაო შეხვედრებს მართავს და მრავალმხრივ SWOT ანალიზზე მუშაობს.
2011 წლის 25-26 ივლისს NIMD-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ფრთასთან სტრატეგიული დაგეგმვის პირველი ეტაპის შემაჯამებელ სემინარს გაუწია ორგანიზება. ორდღიან სემინარზე ახალგაზრდების მუშაობას ფასილიტაციას უწევდნენ NIMD-ის კონსულტანტები სანდრო ჯეჯელავა და ბაკურ კვაშილავა.
რეორგანიზაციის პროცესში მყოფი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აზრით, ანალიზზე და დიალოგზე დაფუძნებული სტრატეგიული გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანია მომავალი წარმატებისთვის.
ორგანიზაციაში ფართოდ გაზიარებული სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია შემოდგომის ბოლოს დაასრულებს. NIMD -ის მხრიდან ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებაში მხარდაჭერის მორიგი ეტაპი გეგმით გათვალისწინებული სტრატეგიული საკითხების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში ჩაერთო