აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იწყებს აპლიკაციების მიღებას გორის და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში. თუ ხარ სტუდენტი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე, ჟურნალისტი, პოლიტიკური პარტიის წევრი, ან უბრალოდ, პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ადამიანი 18 წლიდან, მაშინ ეს სკოლა შენთვისაა!
დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის. სკოლების მიზანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გაძლიერება, განათლება და მხარდაჭერა.
დემოკრატიის სკოლის პროგრამა უფასოა. მსმენელად შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა სრულ კურსზე დასწრება, რაც მოიცავს 5 საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ, 2020 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით.
სატრენინგო დღეებია:
გორი – ორშაბათი, ოთხშაბათი 12:00-17:00;
ბათუმი – სამშაბათი, ხუთშაბათი, 12:00-17:00.
მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან დემოკრატიის სკოლების შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.eecmd.org
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა 2020 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იწყებს აპლიკაციების მიღებას გორის და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში.