აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას – “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის” (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy).
პროგრამა ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და გაძლიერების ნიადაგზე, მათი საჭიროებების წინა პლანზე წამოწევას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაუჯობესებას და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების/საჭიროებების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია ზოგადად, პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ საქართველოში.
პროექტში მონაწილეობისთვის ცხადდება აპლიკაციების მიღება თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან.
პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ–კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებსა და სამოქალაქო კონგრესებში.
მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან პროგრამის შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.eecmd.org
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ნოემბერი.