გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით, NIMD-მა, აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის თბილისში, ხოლო სომეხი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის ერევანში, ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგთა პირველი ციკლი ჩაატარა. ინიციატივამ ხელი შეუწყო პროპაგანდის წარმოებისა და მოსახლეობის აღქმებზე მისი გავლენის, ისევე როგორც პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ტრენინგები ჩატარდა პროექტ „StopFake“-ის წარმომადგენელის მიერ. პროექტი „StopFake“ 2014 წელს უკრაინაში შეიქმნა და მას შემდეგ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა უცხოეთიდან მომავალი პროპაგანდის იდენტიფიცირებისა და მისი გაქარწყლების მიმართულებით. უფრო მეტიც, ტრენინგების ციკლი ასევე მოიცავდა პოლიტიკური fact-checking-ის შესახებ მონაწილეთა ინფორმირებას და მათი შესაძლებლობების განვითარებას.
ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები თბილისსა და ერევანში