2014 წლის 20 მაისს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდის www.partiebi.ge პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას თბილისის მერობის კანდიდატები, პოლიტიკური პარტიები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი დაესწრო.
ლევან ცუცქირიძემ, NIMD-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ვებ-გვერდის განახლების მიზანი, მისი მთავარი ფუნქციები და შეადარა ხუთი ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი და გორი) მერობის კანდიდატების ხედვები ქალაქისთავის აქტუალურ თემებზე. საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე, ანგელე სამურა მიესალმა აღნიშნულ ინიციატიცას და ხაზი გაუსვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონში.
ვებ-გვერდის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მისთვის საინტერესო საარჩევნო სუბიექტისა თუ მერობის კანდიდატების მოსაზრებებს და ერთმანეთს შეადაროს მათი ხედვები ამა თუ იმ საკითხზე. ამჯერად ვებ-გვერდზე განთავსებულია 4 საარჩევნო სუბიექტისა და 28 მერობის კანინდატის ხედვები ქვეყნისა და ქალაქების განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე. ვებ-გვერდი ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა ხელმისაწდომი.
პროექტი ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს თანადაფინანსებითა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.