დაიწყო მიღება გორის, ქუთაისის და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იწყებს აპლიკაციების მიღებას გორის, ქუთაისის და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში. თუ ხარ სტუდენტი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე, ჟურნალისტი, პოლიტიკური პარტიის წევრი, ან უბრალოდ, პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ადამიანი 18 წლიდან, მაშინ ეს სკოლა შენთვისაა!

დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.  სკოლების მიზანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გაძლიერება, განათლება და მხარდაჭერა.

დემოკრატიის სკოლის პროგრამა უფასოა. მსმენელად შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა სრულ კურსზე დასწრება, რაც მოიცავს 5 საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ, 2019 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით.

სატრენინგო დღეებია:

გორი – ორშაბათი, სამშაბათი 12:00-17:00;

ქუთაისი – ოთხშაბათი, ხუთშაბათი 12:00-17:00;

ბათუმი – ხუთშაბათი, პარასკევი 12:00-17:00.

მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან დემოკრატიის სკოლების შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.eecmd.org

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ   აპლიკაციის ფორმა  2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.