ნიკა ხომასურიძე

ნიკა ხომასურიძე ორგანიზაციას შემოუერთდა 2021 წელს და იკავებს პროგრამის ოფიცრის პოზიციას. ვიდრე EECMD-ის შემოუერთდებოდა, ნიკა მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საარჩევნო ანალიტიკოსების გუნდის დირექტორის ასისტენტად, ხოლო მანამდე გაიარა სტაჟირება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში (TI), განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში, კარგი მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში.

ნიკამ წარმატებით დაასრულა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა. ასევე, მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში ლატვიის ტურიბას უნივერსიტეტში.