მათე ჩაფიჩაძე

მათე ჩაფიჩაძე აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორია 2021 წლიდან. მათე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრია, რომლის დასრულების შემდგომ წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა.


EECMD-ში მუშაობის დაწყებამდე მათე დასაქმებული იყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საჩხერის რაიონის გრძელვადიან დამკვირვებლად. ასევე მუშაობდა საქველმოქმედო–ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ (CHCA) იმერეთის რეგიონულ ოფისში სათემო განვითარების პროექტების კოორდინატორად. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამართლებრივი დახმარების და გრძელვადიანი განსახლების პროგრამების იურისტ-კონსულტანტად.

მათეს ინტერესია დაიცვას და გააძლიეროს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფი, რათა სხვა სოციალურ ჯგუფების მსგავსად ხელი მიუწვდებოდეთ საჯარო სიკეთეებზე.