მარიამ განუგრავა

მარიამ განუგრავა იკავებს ადმინისტრაციული და ოფისის ასისტენტის პოზიციას. ვიდრე EECMD-ის შემოუერთდებოდა, მარიამი მუშაობდა ნატოს სამეკავშირეო ოფისში, ნატო- საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სტაჟიორად. მანამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის სტაჟიორი.

მარიამი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. ის ასევე ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ევროპისმცოდნეობაში. მარიამი მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში. მის ძირითად ინტერესის სფეროს მოიცავს ევროკავშირის ინსტიტუტები, ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მემარჯვენე პოპულისტური პარტიების კვლევა.