გიორგი თავბერიძე

გიორგი თავბერიძე იკავებს კახეთის რეგიონში თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის პოზიციას. აქვს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში მუშაობის დაწყებამდე, იგი დასაქმებული იყოს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2014-2019 წლებში იყო მიწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთი კვლევითი პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში. თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

გიორგი თავბერიძე არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ბაკალავრი. გიორგი ასევე ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სოციოლოგიაში.