დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი თელავში

EECMD-ის შესახებ

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიული ტრადიციების, პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში. EECMD მუშაობს რეგიონის ხუთ ქვეყანაში, სადაც ახორციელებს პროგრამებს პოლიტიკური პარტიების დახმარების, დემოკრატიის განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით. ამჟამად ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომელს თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად.

პოზიცია: დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი თელავში

ანგარიშვალდებულია: დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელის წინაშე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი პასუხისმგებელია დემოკრატიის სკოლის ფარგლებში აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, აგრეთვე, ორგანიზაციის მიზნების შესრულებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. მისი ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები მოიცავს:

  • თელავის დემოკრატიის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისთვის, სკოლის მსმენელთა, ტრენერებისა და სხვა დაინტერესებული მხრეებისთვის საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
  • დემოკრატიის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების: ტრენინგების, შეხვედრების, დისკუსიებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;
  • EECMD-ის ადგილობრივ პარტნიორებთან, პოლიტიკური პარტიების რეგიონალური ოფისების წარმომადგენლებთან, თელავსა და ზოგადად, კახეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
  • თელავის დემოკრატიის სკოლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა სახის პროგრამული და შეხვედრების  ანგარიშების დროული მომზადება (საქმიანობის შეფასება, კურსდამთავრებულთა ქსელის მართვა, ინფორმაცია რეგიონში დაგეგმილი/მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ);
  • EECMD-ის ცენტრალური ოფისის პროგრამულ და ფინანსურ/ადმინისტრაციულ დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა ანგარიშების მომზადება EECMD-ის მოთხოვნების მიხედვით;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა, საქმიანობასთან კავშირში მყოფი დავალებების შესრულება.

განათლება, საჭირო უნარ-ჩვევები და კომპეტენციები:

  • მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ან მასთან დაახლოებულ სფეროში;
  • პროექტების განხორციელებისა და კოორდინირების გამოცდილება;
  • ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ცოდნა;
  • სასურველია ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნა და განვითარების სექტორთან მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში;
  • საქმიანი კავშირები ადგილობრივ სამოქალაქო და პოლიტიკურ სექტორთან, სამთავრობო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებთან;
  • ქართულ ენაზე სრულყოფილად წერის უნარი;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • მოწესრიგებული, სანდო და პუნქტუალური თანამშრომელი, რომელიც შეასრულებს სამუშაოს დადგენილ ვადებში.

შერჩევა: გასაუბრებასა და/ან ტესტირებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული აპლიკანტები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე  2022 წლის 3 აპრილის ჩათვლით მისამართზე: vacancy@eecmd.org დანიშნულების ველში გთხოვთ, მიუთითოთ: „დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი – თელავი“. გაითვალისწინეთ, რომ არასრული განაცხადები არ განიხილება.