სოციალური მედიის სპეციალისტი  

მოვალეობები:

  • ორგანიზაციის სოციალური მედია არხების მართვა (Facebook, Instagram, Twitter, Youtube, Linkedin);
  • საინტერესო, კრეატიული და თემატური პოსტების (ფოტო-ვიდეო) შექმნა/მოძიება/განთავსება;
  • სოციალურ მედია პლატფორმებზე გამოსაქვეყნებელი შინაარსისა და გზავნილების ეფექტურად ფორმულირება, შექმნა და განთავსება;
  • სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების და ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება;
  • ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების შიდა მონაცემთა შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ორგანიზაციის სოციალური მედიის აუდიტორიის შესწავლა, ზრდა და პოზიტიური ჩართულობის გაზრდა;
  • ციფრული არხების შედეგების ანალიზი;
  • სხვა, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანები.

მოთხოვნები:

  • ბაკალავრის დიპლომი კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან ჟურნალისტიკის მიმართულებით; 
  • სოციალური მედიის კამპანიის შემუშავებისა და მართვის გამოცდილება;
  • ფოტო/ვიდეო/აუდიო შინაარსის დამუშავება (სასურველია Adobe-ს (Premier Pro, Photoshop, InDesign) პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა);
  • Facebook/Instagram გვერდის ადმინისტრირება – დასპონსორებისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და სხვა ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Google Analytics, Facebook Ads Manager – ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) ცოდნა. SEO-ს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.

კანდიდატის შერჩევა: გასაუბრებასა და/ან ტესტირებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული აპლიკანტები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, არაუგვიანეს 2023 წლის 11 დეკემბრისა მისამართზე: contact@eecmd.org

სამუშაო პირობები: პოზიცია ითვალისწინებს დროებით, ექვსთვიან ხელშეკრულებას, გაგრძელების პერსპექტივით. ანაზღაურება შეთანხმებით.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი

დანიშნულების ველში გთხოვთ, მიუთითოთ: „სოციალური მედიის სპეციალისტი“.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადები არ განიხილება.