საქართველო

EECMD განაგრძობს ძალისხმევას რათა განავითაროს პოლიტიკური აქტორების შესაძლებლობები, გააუმჯობესოს პოლიტიკური და საარჩევნო გარემო და გააძლიეროს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა. ზემოთაღნიშნული მიიღწევა პოლიტიკური პარტიებისადმი ორმხრივი მხარდაჭერის პროგრამების მეშვეობით, ქალთა, ახალგაზრდებისა და უმცირესობების მონაწილეობის გასაზრდელად არსებული მრავალმხრივი დიალოგისა და დემოკრატიის სკოლების საქმიანობის გზით. 2017 წელს და შემდგომ პერიოდში, არსებული მზარდი ანტი-დემოკრატიული განწყობების, პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის შემცირებისა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის ღრმა პოლარიზაციის ფონზე, პოლიტიკური აქტორების, კულტურისა და სისტემების ურთიერთდაკავშირებული საკითხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.

პროგრამული თვალსაზრისით, EECMD-ის საქმიანობა მიმართული იქნება გააძლიეროს შიდა პარტიული დემოკრატია და გამჭვირვალობა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიის სკოლებს თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, ფასილიტაცია გაუწიოს პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე დიალოგს და პოლიტიკურ პარტიებს გააცნოს ახალი ტექნოლოგიური მიდგომები და ინსტრუმენტები, რათა პარტიებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება.