პოლიტიკური პარტიები

პოლიტიკური პარტიების პროგრამა მიზნად ისახავს პარტნიორი პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერას სტრატეგიული დახმარების, ტექნიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით. უფრო კონკრეტულად, ჩვენი პროგრამა მხარს უჭერს ქართულ და უკრაინულ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს ინსტიტუციური შესაძლებლობების სტრატეგიულ ანალიზში და მიზნად ისახავს დაეხმაროს მათ ორგანიზაციული და პოლიტიკის შექმნის შესაძლებლობების გაძლიერებასა და შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარებაში. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პოლიტიკასა და პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობასა და მარგინალიზებული თემების გაძლიერებას. ამავდროულად, ჩვენ ვახდენთ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების პილოტირებას, რომლის მიზანია პოლიტიკურ პარტიებს დაეხმაროს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეებისა და მათი მხარდამჭერების მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესებაში.