ჩვენი გუნდი

ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე არის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. ვიდრე NIMD/EECMD-ის შემოუერთდებოდა, ლევანი მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორად და სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პირველი ფაზის პროექტის მენეჯერად. ასევე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში.“

ლევან ცუცქირიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის პოლ ნიცზეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. მისი კვლევითი და პროფესიული ინტერესებია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხები.

+995 32 2915650/51

სალომე მუხურაძე

სალომე მუხურაძე იკავებს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის უფროსი ოფიცრის პოზიციას. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სალომე დასაქმებული იყო სახელმწიფო სტრუქტურაში, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული მოდელის შემუშავებაში. იგი ასევე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სამართლის ლექტორად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სალომე მუხურაძემ დაამთავრა თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. იგი ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს კულტურათაშორისი კონფლიქტების მართვაში – Alice Salomon University of Applied Sciences, ბერლინი.

+995 32 2915650/13

ნინო ხითარიშვილი

ნინო ხითარიშვილი იკავებს დემოკრატიის განათლების პროგრამის უფროსი ოფიცრის პოზიციას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში. 2012-2017 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში”.  2010-2011წწ. გაიარა სტაჟირება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ხოლო 2011-2012წწ. მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამაში. 2017 წელს პროფესიული გაცვლითი პროგრამით  იმყოფებოდა  აშშ-ში და გაიარა პრაქტიკა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში.

ნინო ხითარიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. იგი ასევე სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში.

+995 32 2915650/14

მაია მაჭავარიანი

მაია მაჭავარიანი იკავებს პროგრამების მთავარი კოორდინატორის პოზიციას. 2013-2015 წლებში იგი ხელმძღვანელობდა NIMD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ პროგრამას. 2012-2013 წლებში მაია მუშაობდა USAID-ის დაფინანსებულ პროექტ „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ – (G3), საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

მაია არის დუბლინის უნივერსტეტის, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის  დოქტორანტობის კანდიდატი. 2017-2018 წლებში მაია მონაწილეობდა სამეცნიერო გაცვლით პროგრამებში ჰარვარდის უნივერსტეტსა და ოქსფორდ ბრუქსის უნივესტეტებში. მაია ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში პრაღის მეტროპოლიტენის უნივერსტეტიდან და ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომს თურქულ ენასა და ლიტერატურაში.

+995595692699

შორენა ჯოელი

შორენა ჯოელი იკავებს ფინანსურ-ადმინისტრაციული ოფიცრის თანამდებობას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში. 2009-2015 წლებში იგი მუშაობდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, ფინანსურ-ადმინისტრაციის ოფიცრის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში იგი წარმოადგენდა საქართველოს ოფისის კოორდინატორს IREX/IATP-ის ოფისში. 2005-2006 წლებში მუშაობდა IREX-ში, USAID-ის მიერ დაფინანსებულ მედია ინოვაციების პროგრამაში, ტრენინგების პროგრამის ოფიცრის პოზიციაზე.

2007/2008 წლებში მან მიიღო სამთავრობო დაფინანსება კვიპროსის დაგეგმვის ბიუროსაგან და დაამთავრა კვიპროსის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.

1990/1995 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდენობის ფაკულტეტზე და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი.

+995 32 2915650/16

ნინო ყოჩიაშვილი

ნინო ყოჩიაშვილი იკავებს ფინანსური ასისტენტის/ბუღალტრის პოზიციას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში. ვიდრე EECMD-ის შემოუერთდებოდა, იგი მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე. 2014-2015 წლებში, ის იკავებდა ფინანსური ოფიცრის პოზიციას კომპანია JSI – „ჯონ სნოუ ინქ.-ის“ საქართველოს ფილიალში, რომელიც ახორციელებდა აშშ განვითარების სააგენტოს პროექტ „შენარჩუნებას“. 2007-2014 წლებში ნინო მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის (APLR) ფინანსური მენეჯერი იყო, რომელიც ახორციელებდა აშშ განვითარების სააგენტოს „მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტს. 2001-2007 წლებში ის მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ფინანსური დეპარტენტში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს.

ნინო ყოჩიაშვილი თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ფლობს ეკონომისტის ხარისხს (ფინანსებისა და კრედიტის სპეციალიზაციით).

+995 32 2915650/11

თამარ მამეიშვილი

თამარ მამეიშვილი აჭარის რეგიონში ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორია. ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტს შემოუერთდებოდა, იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების კოორდინატორად და „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში“ მედიამონიტორად. ასევე, თამარს აქვს adjaranews-ის რედაქტორად და გაზეთ „ბათუმელების“ კორესპონდენტად მუშაობის გამოცდილება.

თამარ მამეიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრია ჟურნალისტიკასა და მედიამენჯმენტში. მისი ინტერესის სფეროებია ახალი ამბები, მედია თეორიები, საზოგადოებრივი აზრისა და კონტენტანალიზური კვლევები. მისთვის საუკეთესო არჩევანია, იცხოვროს დემოკრატიულ და ტოლერანტულ გარემოში და ცდილობს, ნებისმიერ სიტუაციაში თავისი წვლილი შეიტანოს ასეთი გარემოს ჩამოყალიბებაში.

+995 599 496 630

ზაზა ჭიპაშვილი

ზაზა ჭიპაშვილი შიდა ქართლის რეგიონშო გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორია. მანამდე, იგი მუშაობდა საქველმოქმედო–ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ, შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებული სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების პროექტების კოორდინატორად. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საჯარო სტრუქტურებში, იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსი და გორის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი.

ზაზა ჭიპაშვილი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სპეციალობით. აგრეთვე, დამთავრებული აქვს ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი.

+995 599 775 769

ნიკოლოზ შარვაშიძე

ნიკოლოზ შარვაშიძე არის თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი კახეთის რეგიონში. ვიდრე EECMD-ის შემოუერთდებოდა, იგი მუშაობდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კახეთის რეგიონულ ოფისში, „ათასწლეულის ფონდის ზეგავლენის შეფასების პროექტში“ თელავსა და ახმეტაში. ასევე მუშაობდა ადგილობრივი თვითმართველობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში. ნიკოლოზს აქვს როგორც სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის სექტორში მუშაობის, ასევე საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება.

ნიკოლოზ შარვაშიძე არის თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მაგისტრი. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის წოდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებეში, დიპლომატიისა და მსოფლიო ისტორიის სპეციალობით.

+995 593 711 068

ქეთი ბიბილეიშვილი

ქეთი ბიბილეიშვილი ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორია. ვიდრე EECMD-ს შემოუერთდებოდა, იგი მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორებიცაა Management Systems International (USAID-დაფინანსებით) 2011-2014, East West Management Institute (აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი) 2015-2018, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი/ქუთაისი (USAID-დაფინანსებით) 2018, ODIHR/OSCE 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გრძელვადიან დამკვირვებლებთან და სხვა.

ქეთიმ დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, უცხო ენათა (ინგლისური ენა) ფაკულტეტი, მაგისტრის წოდებით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში.  

+995 595959099

თამთა ჯოლოხავა

თამთა ჯოლოხავა იკავებს დემოკრატიის განათლების პროგრამის ასისტენტის პოზიციას. თამთა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. მან ასევე წარმატებით გაიარა მაგისტრატურა უნგრეთში სეგედის უნივერსიტეტში და ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს. ბაკალავრიატის დროს, იგი გაცვლითი პროგრამით სწავლობდა პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში, სადაც გაიარა სტაჟირება საქართველოს საელჩოში ჩეხეთის რესპუბლიკაში. თამთამ ასევე გაიარა სტაჟირება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

თამთას ძირითადი ინტერესის სფერო მოიცავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და პოლიტიკას, ქალთა ჩართულობას სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და გენდერულ თანასწორობას.

+995 595 07 9996

თეონა ჯაფოშვილი

თეონა ჯაფოშვილი იკავებს პოლიტიკური პარტიების პროგრამის ასისტენტის პოზიციას. ვიდრე EECMD-ს შემოუერთდებოდა, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის მოწვეული სპეციალისტი იყო. თეონა ასევე მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის მკვლევარის პოზიციაზე. იქამდე კი, იყო NDI-ს სტაჟიორი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

თეონამ წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს.  თეონა ასევე მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში ლიეტუვას ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტსა (2015-2016) და რომის საპიენცას უნივერსიტეტებში (2017).

+995 579 50 6464

სოსო თორდია

სოსო თორდია იკავებს ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების ასისტენტის პოზიციას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში. ვიდრე EECMD-ის შემოუერთდებოდა, 2013-2014 წლებში, ის „კეთილდღეობის ფონდში“ ლოჯისტიკის მენეჯერად მუშაობდა. სოსო ასევე იკავებდა სესხის ოფიცრის პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაცია ‘“ნდობის კავშირში“. სხვადასხვა დროს, სოსო ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობდა.

სოსო თორდია არის სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მექანიკური ინჟინერიის სპეციალობით.

+995 32 2915650/18

ოქსანა ლესიკ

ოქსანა ლესიკ იკავებს უკრაინის პროგრამის კოორდინატორის პოზიციას, კიევში. 2016-2019 წლებში ის მუშაობდა უკრაინის საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე, როგორც პროექტის უფროსი მენეჯერი, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეფორმების მხარდაჭერის ჯგუფში. 2014-2016 წლებში ოქსანა იკავებდა წამყვანი სპეციალისტის პოზიციას „Alexander Mann Solutions“-ში (კრაკოვში, პოლონეთი). 2012-2014 წლებში ოქსანა მუშაობდა OSF Global Services-ში, ადამიანური რესურსების დეპარტამენტში. 

ოქსანამ განათლება მიიღო ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის უნივერსტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

+380 96 781 30 15

ვალერია დიდკოვსკა

ვალერია დიდკოვსკა იკავებს დნეპრის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის პოზიციას უკრაინაში. ვიდრე EECMD-ის შემოუერთდებოდა, იგი მუშაობდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პრეს-ატაშეს თანამდებობაზე და კომუნიკაციების მრჩევლის პოზიციაზე პროექტში «U-Lead with Europe», უკრაინაში ადმინისტრაციული რეფორმების ხელშეწყობის კუთხით. 2014 წლიდან ვალერია აქტიურად მონაწილეობს რეგიონის სამოქალაქო ინიციატივებში, მონაწილეა სხვადასხვა პროექტისა ქალთა თანასწორობაზე, თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადეობის განვითარებაზე. 

ვალერია ფლობს ვილნიუსის უნივერსტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს და არის დოქტორანტობის კანდიდატი დნეპრის საჯარო მმართველობის რეგიონულ ინსტიტუტში.

+38 067166 65 94

ოლექსი როგოვიკ

ოლექსი როგოვნიკ, იკავებს ლვოვის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის პოზიციას უკრაინაში. ვიდრე EECMD-ის შემოუერთდებოდა, იგი მუშაობდა CHESNO სამოქალაქო მოძრაობის, რეგიონული ანალიტიკოსისა და საგამოძიებო ჟურნალისტის თანამდებობაზე. 2016-2019 წლებში იგი მუშაობდა ლვოვის ანტი-კორუფციული ფორუმის ინიციატივის კოორდინატორად; იკავებდა UPLAN პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების ცენტრის ექსპერტის პოზიციას, ასევე მუშაობდა  საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის – „თავისუფალი ხმა“ ხელმძღვანელად.                      2015-2016 იყო გლობალური უკრაინის ახალი ამბების პროექტის კოორდინატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა დიპლომატიის ცენტრის” პრეზიდენტი (2013-2014).

ოლექსეი როგოვნიკმა დაამთავრა ლვოვის ივან ფრანკოს სახელობის უნივერსტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. იგი ფლობს მაგისტრის დიპლომს საერთაშორისო სამართალში და ამჟამად არის დოქტორანტობის კანდიდატი საერთაშორისო სამართალში, ლვოვის ივან ფრანკოს სახელობის უნივერსტეტში.

0677503838

ანატოლი მიშინ

ანატოლი მიშინ, უკრაინაში, პოლტავას დემოკრატიის სკოლის კოორდინატორია. ვიდრე ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა იგი მუშაობდა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლობის პოლტავას  წარმომადგენლობაში სხვადასხვა პოზიციებზე, როგორიცაა არხის მთავარი რედაქტორი. ანატოლი ასევე იკავებდა BBC-ს (პოლტავას რეგიონში) უკრაინული სერვისის კორესპნდენტის პოზიციას. ამას გარდა იგი მუშაობდა პოლტავას სამხარეო ადმინიტრაციის მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში. ანატოლი ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია – „გენდერული ტრანსფორმაციის ინსტიტუტის“ წევრი.

ანატოლი არის პოლტავას კორელენკოს სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრი.

+38 097 3797862

იულია ტიმჩუკ

იულია ტიმჩუკ იკავებს ოდესის სკოლის კოორდინატორის პოზიციას. ვიდრე EECMD-ის შემოუერთდებოდა, იგი იკავებდა პროექტის ასისტენტის პოზიციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) პროექტში და ასევე მუშაობდა პროექტის კოორდინატორად გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (UN-IOM), ოდესისა და მიკოლაევის რეგიონებში დევნილ მოსახლეობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. 2015 წლიდან იულია არის ოდესის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრი და ასევე ინოვაციებისა და პროექტების მართვის კომისიის თავმჯდომარე.

2015 წელს იულიამ მიიღო მაგისტრის ხარისხი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით, ოდესის საჯარო ადმინისტრაციის რეგიონულ ინსტიტუტში.

+380 63 991 95 10

თქვენი სურათი აქ?

შეამოწმეთ კარიერული შესაძლებლობები ჩვენთან და შესაძლოა მომავალში ერთად ვიმუშაოთ!