გამოცემები

ეროვნული უმცირესობების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში

Authors: ბაკურ კვაშილავა, 2018

წინამდებარე პუბლიკაცია აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად (OSCE-HCNM) პროექტის „საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში გამოსცა. პუბლიკაციის თემებიც პროექტში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებისა და შეხვედრების დროს განხილული საკითხების ანალიზის საფუძველზე შეირჩა. პოლიტიკის ნარკვევი „ეროვნული უმცირესობები საქართველოს პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში“ მიმოიხილავს, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ეროვნული უმცირესობების საკითხი პოლიტიკური პარტიების პროგრამულ და სტრატეგიულ დოკუმენტებში. პოლიტიკის ნარკვევი „ეროვნული უმცირესობები რუსული პროპაგანდის პირისპირ“ კი აანალიზებს რუსული პროპაგანდის გავლენას ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხარისხზე.

მრგვალი მაგიდა უკრაინასა და ოდესის რეგიონში  დეცენტრალიზაციის შესახებ

Authors: სერჰიეი სახანიენკო

ანალიტიკური შეჯამება „EECMD-ის მრგვალი მაგიდა უკრაინასა და ოდესის რეგიონში  დეცენტრალიზაციის შესახებ“ ოდესის საჯარო ადმინისტრირების რეგიონალური ინსტიტუტის ექსპერტის, დ. სერჰიეი სახანიენკოს მიერ არის შედგენილი. პუბლიკაცია, 2017 წლის 24 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით გამართული მრგვალი მაგიდის დროს ექსპერტების მიერ გაჟღერებული არგუმენტებისა და შემოთავაზებების შეჯამებას წარმოადგენს. პუბლიკაცია განიხილავს დეცენტრალიზაციის დებატების ირგვლივ არსებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ არგუმენტებს, მიმოიხილავს პოლიტიკურ პარტიებსა და უკრაინის პოლიტიკურ სისტემაზე დეცენტრალიზაციის გავლენას, ისევე როგორც აღწერს ადგილობრივი აქტორების წინაშე დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილ გამოწვევებს.

პუბლიკაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე

მრგვალი მაგიდა უკრაინასა და ლვოვის რეგიონში დეცენტრალიზაციის შესახებ

Authors: მარიან ლოპატა & იევენ ლანიუკი

ანალიტიკური შეჯამება „EECMD-ის მრგვალი მაგიდა უკრაინასა და ლვოვის რეგიონში დეცენტრალიზაციის შესახებ“ ინოვაციური კვლევის ცენტრის ექსპერტების, დ. მარიან ლოპატასა და დ. იევენ ლანიუკის ავტორობით არის შედგენილი. პუბლიკაცია, 2017 წლის ნოემბერში, ლვოვში აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით გამართული მრგვალი მაგიდის დროს ექსპერტების მიერ გაჟღერებული არგუმენტებისა და შემოთავაზებების შეჯამებას წარმოადგენს. პუბლიკაცია აღწერს დეცენტრალიზაციის პროცესის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, დეცენტრალიზაციის რეფორმის პოლიტიკურ პარტიებსა და უკრაინის პოლიტიკურ სისტემაზე გავლენას, ისევე როგორც ლვოვის რეგიონში დეცენტრალიზაციის პროცესის ძირითად მახასიათებლებს.

პუბლიკაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე

შიდა-პარტიული დემოკრატია პოლიტიკური განახლების შესაძლებლობაა

Authors: ლევან ცუცქირიძე

ბოლო წლები დემოკრატიის სტაგნაციის წლებად მიიჩნევა. ამას მრავალი მიზეზი აქვს, იქნება ეს დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკის შენელება თუ ფულის მზარდი გავლენა პოლიტიკაზე, რაც ამომრჩეველთა პოლიტიკისგან გაუცხოებას იწვევს. ეს ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიებისა და პარლამენტების მიმართ ნდობის კლებაში, პარტიაში გაწევრიანებულთა რაოდენობის შემცირებაში, წევრობის საშუალო ასაკის ზრდაში, ექსტრემისტ-პოპულისტური პარტიების გაძლიერებასა და ტრადიციული, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების დასუსტებაში გამოიხატება.

ამ პრობლემებიდან გამოსავლის ძიებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვან რეფორმად შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება მიიჩნევა, როგორც წინაპირობა ამომრჩევლისა თუ წევრების პარტიისადმი ნდობის გაზრდისა და მის საქმიანობაში თანამონაწილეობის გასაუმჯობესებლად. საინტერესოა, რომ ბევრი მზარდი გავლენის პოპულისტური პარტია, შიდა დემოკრატიის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოში

Authors: ქრისტინე მარგველაშვილი, ანა წიკლაური, ლევან კახიშვილი, დიანა ბოგიშვილი, ირინა ოსეფაშვილი (2017)

პუბლიკაცია მომზადდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (NIMD) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის (OSCE-HCNM) ოფისის დაკვეთით და ოთხ პოლიტიკის დოკუმენტს აერთიანებს. პოლიტიკის დოკუმენტები საქართველოში ეროვნული უმცირესობების სოციალურ-პოლიტიკურ ინტეგრაციას ეხება და ემყარება კვლევას, რომელიც შესაბამისი სფეროს პროფესიონალებმა ჩაატარეს.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება

Authors: ბაკურ კვაშილავა, ხატია გოგილაშვილი (2017)

NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპული სამეზობლოს ოფისის მიერ, პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება პირველად 2014 წელს ჩატარდა. წინამდებარე დოკუმენტი კი მეორე რანგირებას წარმოადგენს, რომელიც 2015-2016 წლებს მოიცავს.

პოლიტიკური პარტიების გენდერული თანასწორობის ინდექსი პარტიებს სამი ძირითადი განზომილებით აფასებს – საარჩევნო, ინსტიტუციური და პროგრამული. თითოეული განზომილება მოიცავს ინდიკატორების ერთობლიობას, რომელთაც მინიჭებული აქვთ კონკრეტული ქულა და მათი ერთობლიობა შემდგომში, პარტიებში გენდერული თანასწორობის ინდექსის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

დემოკრატიას დემოკრატები სჭირდება:წლიური ანგარიში 2016

Authors: ნინო ჯაფიაშვილი, ლევან ცუცქირიძე, მარიამ ჩიხლაძე, სალომე მუხურაძე, ანა გიორგაძე

პუბლიკაციაში შეჯამებულია ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის, აღმოსავლეთ ევროპის ოფისის 2016 წლის საქმიანობა. გასული წელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საკმაოდ ინტენსიური წელი იყო ორგანიზაციისათვის. მისი საქმიანობის მასშტაბი სამხრეთ კავკასიის შემდეგ უკრაინაზე გაფართოვდა. პუბლიკაციის საშუალებით მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს NIMD-ის გუნდს, მისი პროგრამების საქმიანობას და იმ სიახლეებს, რაც პირველად 2016 წელს განხორციელდა.

ქალის უფლებრივი მდგომარეობა აჭარაში: წარსული, თანამედროვეობა და სამომავლო პერსპექტივა

Authors: ლელა გაფრინდაშვილი, 2016

პუბლიკაცია მომზადდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (NIMD) და კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ქალთა პრობლემების მოგვარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ამ პრობლემების გაცნობიერება არა მხოლოდ გლობალურ კონტექსტში, არამედ ცალკეული სოციალური ჯგუფების და რეგიონების მიხედვით. ამ სამუშაოს მეტ­ნაკლები ხარისხით არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ, რომლებიც ყველაზე კარგად დედაქალაქში განვითარდნენ და სწორედ ამიტომ ქალის უფლებრივ მდგომარეობაზე და დისკრიმინაციის ფორმებზე ყველაზე მეტი ინფორმაცია თბილისში მომუშავე ორგანიზაციებში იყრის თავს. რეგიონებში ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რიცხვი მცირეა და ცოტაა მათი დედაქალაქის ორგანიზაციებთან თანამ შრომლობის შემთხვევებიც. თუმცა ასეთი კოლაბორაცია მაინც არსებობს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეს ნაშრომი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აჭარაში, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე რეფლექსიის ცდაა.