გამოცემები

ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები საქართველოში მუნიციპალურ დონეზე COVID 19-ის პანდემიის დროს

Authors: ნინო მირზიკაშვილი

 პანდემიასთან ბრძოლის დროს, ეპიდემიის სწორად მართვის პროცესში, მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ისე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლი. წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში ახალი კორონა ვირუსის გავრცელებას და მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს. მთავარი ნაწილი ეთმობა პრობლემების ანალიზს მუნიციპალურ დონეზე და შემუშავებულია რეკომენდაციები შესაბამისი უწყებებისთვის.

ადგილობრივი პოლიტიკის ინტერესების შეფასება

ავტორები: სოფიო ჩაჩანიძე, მარიამ საყევარიშვილი

კვლევის ფარგლებში, ქ. თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა ფოკუსური დისკუსიები ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და გამოვლინდა აქტუალური საჭიროებები, რომლებიც აღნიშნული რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

 

წინასაარჩევნო პროგრამების მიმოხილვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

Authors: ბაკურ კვაშილავა

კვლევის მიზანია პოლიტიკური პარტიების მსოფლმხედველობისა და წინასაარჩევნო პროგრამების შედარებითი ანალიზი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. შედარებითი ანალიზი მოიცავს ყველა იმ პოლიტიკური პარტიას რომლებმაც www.partiebi.ge-ს პლათფორმა გამოიყენეს და ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საჯაროდ წარადგინეს წინასაარჩევნო პროგრამული ხედვები.

 

EECMD და COVID-19 პანდემია – ახალი გამოწვევები, ახალი რეალობა

Authors: ნანა კობაიძე, ლევან ცუცქირიძე, მაია მაჭავარიანი

EECMD-ის 2020 წლის მოკლე ანგარიში, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ორგანიზაციის საქმიანობის, არსებული 

გამოწვევებისა და ახალრეალობაზე მორგებული სამუშაო ფორმატის

შესახებ.

 

დემოკრატიის გასაძლიერებლად: 2019 წლის ანგარიში

Authors: ნანა კობაიძე, ლევან ცუცქირიძე, მაია მაჭავარიანი.

EECMD 2019 წლის საქმიანობის ანგარიში დემოკრატიული პროგრესის მხარდასაჭერად რეგიონში.

ქალი ამომრჩევლის ელექტორალური ქცევის ირაციონალური და რაციონალური ასპექტები

Authors: თამარ ბაგრატია

კვლევის მიზანია, პოლიტიკურ პარტიებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და ყურადღება გაამახვილოს ქალთა ელექტორალური ქცევის თავისებურებების მნიშვნელობაზე. პუბლიკაცია დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, შეიმუშაონ ქალ ამომრჩეველთან კომუნიკაციის სტრატეგიები და წარმართონ მათზე ორიენტირებული ეფექტიანი საარჩევნო კამპანიები. საარჩევნო ადმინისტრაციას და არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებს კი დაეხმარება ქალი ამომრჩევლის აქტივობის გაზრდის პროგრამების შემუშავების პროცესში.

დემოკრატიის კრიზისის პერიოდში დემოკრატიის გადასარჩენად: 2018 წლის ანგარიში

Authors: ნანა კობაიძე, ლევან ცუცქირიძე, მაია მაჭავარიანი.

EECMD 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დემოკრატიული პროგრესის მხარდასაჭერად რეგიონში.

ქალების მონაწილეობა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში

Authors: ოლენა ზახაროვა, ანატოლი ოქტისიკი, სვეტლანა რადჩენკო

წინამდებარე პუბლიკაცია მოამზადა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა. პუბლიკაცია მიზნად ისახავს გაანალიზოს უკრაინის პოლიტიკური პარტიების ქმედებები პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და მათ გასაძლიერებლად. კვლევა აგრეთვე აღწერს ძირითად გამოწვევებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდისთვის და გვთავაზობს რეკომენდაციებს უკრაინაში არსებული ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად. პუბლიკაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ და უკრაინულ ენებზე.