პროგრამების ასისტენტი

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი  ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიული ტრადიციების, პოლიტიკური პარტიების და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში. EECMD მუშაობს რეგიონის ხუთ ქვეყანაში, სადაც ახორციელებს პროგრამებს პოლიტიკური პარტიების დახმარების, დემოკრატიის განათლების და პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით. ამჯერად, ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს პროგრამების გუნდისთვის, საქართველოში. პოზიცია სრულ განაკვეთზეა. პროგრამების ასისტენტს საჭიროებისამებრ მოუწევს მგზავრობა საქართველოს რეგიონებში.

ასისტენტის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • პროექტების განხორციელების პროცესში დახმარება;
  • შეხვედრების, პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში;
  • პროგრამებისა და ღონისძიებების კალენდრის მართვა;
  • პროგრამებსა და მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ეფექტური კონტაქტების შენარჩუნება;
  • სხვადასხვა სახის პროგრამული და შეხვედრების  ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საინფორმაციო მასალის შექმნა EECMD ვებსაიტისა და მისი სოციალური მედიის არხებისთვის;
  • ეფექტური თანამშრომლობა ორგანიზაციის ფინანსურ და ადმინისტრაციულ განყოფილებასთან;
  • პროგრამებთან/პროექტებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, EECMD–ის მუშაობის სხვა ასპექტებში დახმარება;
  • ქვეყანაში/რეგიონში არსებული პოლიტიკური მოვლენებისათვის თვალყურის დევნება.

ზემოთ განსაზღვრული მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და კომპეტენციები:

  • მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სოციალურ ან პოლიტიკურ მეცნიერებებში;
  • მოტივაცია, რომ განვითარდეს, როგორც პროფესიონალი და EECMD-ის გუნდის წევრი;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; მათ შორის წერის კარგი უნარი, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე;
  • სასურველია ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნა და განვითარების სექტორთან მუშაობის გამოცდილება;
  • პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების მიმართ ინტერესი;
  • პოლიტიკურად მგრძნობიარე, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარებისა  და პოლიტიკური ლანდშაფტის ცოდნა;
  • მოწესრიგებული, სანდო და პუნქტუალური თანამშრომელი, რომელიც შეასრულებს სამუშაოს  დადგენილ ვადებში;
  • მრავალეროვნულ გუნდთან ადაპტაციის და მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი.

კანდიდატის შერჩევა: მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებასა და/ან ტესტირებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, არაუგვიანეს 2019 წლის 1 სექტემბრისა, მისამართზე: vacancy@eecmd.org წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ “პროგრამის ასისტენტი – საქართველო.“

არასრული განაცხადები არ განიხილება.