EECMD USAID-საქართველოს “საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების” ინიციატივის პარტნიორია

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის USAID/საქართველოს ინიციატივის: “საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების” პარტნიორი გახდა. ისეთ ცხრა ორგანიზაციასთა ერთად, როგორებიცაა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშიროსო რესპუბლიკური ინსტიტუტი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ჩვენ გავაძლიერებთ სამოქალაქო ჩართულობას, პოლიტიკური ინსტიტუტების სამოქალაქო ზედამხედველობას და ვიმუშავებთ, რომ ქართული პოლიტიკა მეტად გახდეს მოქალაქეებზე ორიენტირებული.

ჩვენ გვჯერა, რომ ამ დროული და სტრატეგიული ინიციატივის ფარგლებში, შევძლებთ გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატია და მოუთმენლად ველით პირველი ღონისძიების დაწყებას მალე. დამატებით დეტალებს დაგეგმილი პროექტების შესახებ, უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ.