DRIVE Democracy პროექტში მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტები შეიქმნა

პროექტისრეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ მონაწილეებმა რეგიონული განვითარების გზამკვლევები შეიმუშავეს საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

რეგიონული განვითარების გზამკვლევი არის მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტი, რომელიც ემსახურება რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაჭრის გზების დასახვასა და რეკომენდაციების შემუშავებას.

დოკუმენტებზე მუშაობის პროცესს წინ უძღოდა ინტენსიური სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მონაწილეებს სოცილურ-ეკონომიკურ თემატიკაზე ჩაუტარდათ ტრენინგები. რამდენიმეთვიანი ინტენსიური დისკუსიის, ექსპერტებთან კონსულტაციის, კვლევის და პრობლემების გამოკვეთის შემდეგ, მონაწილეთა მიერ რვა დოკუმენტი შეიქმნა. ყველა მათგანი სხვადასხვა საკითხზეა ფოკუსირებული და პრობლემის ანალიზთან ერთად მოიცავს რეკომენდაციებს შესაბამისი უწყებებისთვის. ეს დოკუმენტებია:

  • თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული განათლების უფლების უზრუნველყოფა მათი ღირსეული ცხოვრებისთვის;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების მოქალაქეთა ხედვა;
  • მეწარმეობის განვითარება გორის მუნიციპალიტეტში;
  • მედიათეკა – მულტიფუნქციური სივრცე თემის განვითარებისათვის;
  • ქუთაისის ეკონომიკური მმართველობის გაძლიერების ხედვა;
  • ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პრობლემების ანალიზი და მართვის სტრატეგია;
  • საზოგადოების ჩართულობა ბათუმის ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

ვინაიდან,  პროექტი „DRIVE Democracy” მიზნად ისახავს ამომრჩეველთა გაძლიერებას, რომ მათ წარმატებით მოითხოვონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მეტად უპასუხებს საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს, პროექტის შემდეგი ეტაპი  პოლიტიკური დიალოგის ფორმატში რეგიონული განვითარების გზამკვლევების პრეზენტაცია იყო.  პროექტით გათვალისწინებულ ხუთივე რეგიონში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები.

სექტემბერ-ოქტომბრის თვეში რიგით მეორე ასეთი შეხვედრები გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ექსპერტები და პროექტის მონაწილეები. შეხვედრებზე პროექტის მონაწილეებმა თავიანთი ხედვის დოკუმენტები  წარადგინეს და დღის წესრიგში დააყენეს პრობლემური საკითხები. დისკუსიის შედეგად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოითქვა სურვილი და მზაობა მოქალაქეთა ხედვების თავიანთ სამოქმედო გეგმებსა თუ პროგრამებში ასახვის.

რეგიონული განვითარების გზამკვლევების ადვოკატირება აქტიურად მიმდინარეობს ამ ეტაპზეც. პროექტის მონაწილეებს საშუალება აქვთ მცირე გრანტების მეშვეობით თავად გააგრძელონ დოკუმენტებში წამოჭრილი პრობლემების  მოგვარება  თუ საკითხების ირგვლივ ფართო დისკუსიის დაწყება.

იხილეთ დოკუმენტები ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1-P9pkm2Oll6izGTnbLHE2m_zQ1elzr01?usp=sharing

 

„ამ საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით“

  DRIVE Democracy  პროექტისმონაწილეებმა რეგიონული განვითარების გზამკვლევები შეიმუშავეს.