“ჩვენი გარემოსათვის”

გორის დემოკრატიის სკოლა შეუერთდა CENN-ის კამპანიას – „ჩვენი გარემოსათვის. კამპანია მოუწოდებს კერძო კომპანიებს, მეწარმეებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პირებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხიმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას და თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მწვანე აქტივობების დანერგვას. კამპანია ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II (WMTR II)-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN.

15 ივნისს დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა და მსმენელებმა დაასუფთავეს გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში არსებულ ტყე-ჭალის ტერიტორიის ნაწილი. ტყის შესასვლელში აღიმართა ბანერი, რომელიც გვამცნობს რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ზრუნავს EECMD.  მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და მომავალშიც, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად, ვიზრუნებთ აღნიშნული ტერიტორიის მოვლასა და მის აქტიურ რეკრეაციულ სივრცედ გადაქცევაზე.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოხატა და პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვლმაც. დასუფთავების სამუშაოების შემდგომ, ბატონ გიორგისთან ერთად გაიმართა დისკუსია, სადაც აღინიშნა, რომ ამ ტერიტორიას კარგი პერსპექტივა აქვს გადაიქცეს ადგილობრივი მოსახლეობის დასვენების აქტიურ ადგილად. გარდა ამისა, მიმზიდველია ინვესტორებისთვის და შეუძლია მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

CENN და EECMD მომავალშიც ამავე ტერიტორიაზე გამართავენ სხვადასხვა, მათ შორის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს.

წარმოდგენილი  ფოტო მასალა მოგცემთ საშუალებას შეაფასოთ რამდენად ნაყოფიერი იყო აქცია  და როგორ შეგვიძლია ერთობლივი ძალებით შევცვალოთ ჩვენი გარემო უკეთესობისკენ.

გორის დემოკრატიის სკოლა CENN-ის კამპანიას შეურთდა.