უილ დერკსის ლექციები თბილისისა და გორის დემოკრატიის სკოლებში

2019 წლის 11-12 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) თბილისისა და გორის დემოკრატიის სკოლებს ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) მოწვეული ექსპერტი, უილ დერკსი სტუმრობდა.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე დოქტორმა დერკსმა ერი-სახელმწიფოს დასასრულზე ისაუბრა. ლექციის დროს განხილული ძირითადი თემები ეხებოდა წარმომადგენლობითი დემოკრატიის, პოლიტიკური პარტიებისა და სოციალური კონტრაქტის როლს თანამედროვე ერი-სახელმწიფოებისათვის; ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მნიშვნელობას პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში; დემოკრატიის პოსტ-ნაციონალურ ფორმებსა და მოქალაქეობის ალტერნატიულ მოდელებს.

გორის დემოკრატიის სკოლაში ჩატარებული ლექცია, ‘ინოვაციური დემოკრატია: პოლიტიკური სისტემის გაძლიერების შესაძლებლობები’ კი ეხებოდა თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების გამოწვევებსა  და  პრობლემებს, აგრეთვე, ინიციატივებსა და გზებს ამ პრობლემებთან საბრძოლველად.

აღსანიშნავია, რომ ორივე ლექცია ღია ფორმატით ჩატარდა, რამაც საშუალება მისცა პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს გაეღრმავებინა ცოდნა და გაეზიარებინა ჰოლანდიელი ექსპერტის გამოცდილება.

გარდა თბილისისა და გორის დემოკრატიის სკოლებისა, დოქტორი დერკსი EECMD-ის ლვოვისა და ოდესიის დემოკრატიის სკოლებსაც ეწვია. ყველა ლექცია გაგრძელდა საინტერესო და ინტერაქტიული დისკუსიით, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღნიშნული თემების აქტუალურობას.

თბილისისა და გორის დემოკრატიის სკოლებს ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) მოწვეული ექსპერტი, უილ დერკსი სტუმრობდა.