პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა

პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის თემაზე 2012 წლის 25–27 აპრილს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ ODIHR) მრგვალ მაგიდას და სემინარს გამართავენ.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან პარტიების ლიდერები, საარჩევნო კამპანიის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო კანდიდატთა შერჩევის პროცესში ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.  პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პარლამენტარები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები მრგვალი მაგიდაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მოკლე და გრძლევადიან სტრატეგიებზე იმსჯელებენ.

მრგვალი მაგიდის  შემდეგ, 26–27 აპრილს გაიმართება ორ დღიანი ინტენსიური სემინარი, რომელსაც მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ტრენერები გაუძღვებიან. სემინარი უმეტესად განკუთვნილია ქალი კანდიდატებისა და საარჩევნო კამპანიის მენეჯერებისათვის.

ეს სემინარი განსაკუთრებული შესაძლებლობაა ქალი პოლიტიკური ლიდერებისათვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში ისინი გაეცნობიან  კამპანიის წარმოების უახლეს ტექნიკებს, აიმაღლებენ ლიდერულ უნარ–ჩვენებს, მიიღებენ ინფორმაციას მედიის ეფექტური გამოყენების შესახებ და ყველა იმ  სხვა ასპექტზე, რომელიც  მათ პარტიისათვის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამატებითი საარჩვენო ხმების მოპოვებაში დაეხმარებათ.