ლვოვსა და ოდესაში დემოკრატიის სკოლები გაიხსნა

2017 წლის 25 და 27 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) ქალაქ ლვოვსა და ოდესაში დემოკრატიის სკოლები გაიხსნა. დემოკრატიის სკოლების გახსნას წინ უძღოდა NIMD/EECMD-ის თანამშრომლების მიერ თვეების მანძილზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავდა აღნიშნული ქალაქების დემოკრატიული და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული განათლების ლიდერებად ჩამოყალიბებას. თითოეულ ქალაქში შეირჩა 25 მონაწილე, რომლებიც პროფესიული აქტივობის სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები არიან – სოციალური მეცნიერების სტუდენტებიდან ადგილობრივი საბჭოების წევრების ჩათვლით. სკოლის მონაწილეები ასევე არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, პოლიტიკური პარტიის წევრები, ადგილობრივი საბჭოების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები და ჟურნალისტები.

დემოკრატიის სკოლაში პირველი გაცნობითი ლექცია ჩაატარა EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ. ბატონი ლევან ცუცქირიძის ლექცია შეეხებოდა იმას თუ -მორალური, ეთიკური, პოლიტიკური და პრაგმატული თვალსაზრისით- რატომ არის დემოკრატია საუკეთესო პასუხი ადამიანთა წინაშე მდგარი ფუნდამენტური დილემებისა და საკითხების მოსაგვარებლად. მან ასევე განიხილა ლიბერალური დემოკრატიის სისტემების ევოლუცია ათენური ქალაქ-სახელმწიფოების პერიოდიდან თანამედროვეობამდე.

მონაწილეებთან ერთად გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დემოკრატიის სკოლის ლექტორები. 5 თვის მანძილზე, კვირაში ორჯერ, დემოკრატიის სკოლაში დემოკრატიის გავრცელების კუთხით მდიდარი თეორიული და აკადემიურ, სამთავრობო და საპარლამენტო ორგანოებში მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტების მიერ განხილული იქნება 20-ზე მეტი საკითხი როგორებიც არის დემოკრატიული მენეჯმენტი, პოლიტიკური განვითარება, პარტიის მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და ანტი-კორუფციული თემები.

დემოკრატიის სკოლები ლვოვსა და ოდესაში უკვე გახდა დებატების, კრიტიკული აზროვნებისა და უკრაინის ტოტალიტარული წარსულიდან ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიად გადაქმნის პერიოდში შექმნილი პოლიტიკური გარემოს ხელახლა გააზრების პლატფორმა. პროფესიული განვითარების, სოციალიზაციისა და რეგიონებში დემოკრატიის სკოლების პოპულარიზაციის მიზნით, დემოკრატიის სკოლების თანამშრომლებისა და მონაწილეების მიერ უკვე გამოიყენება სოციალური ქსელები და ინფორმაციის გაცვლის სხვა საშუალებები.

უკრაინაში დემოკრატიის სკოლების გახსნა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, არამედ უკრაინაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესში მოკრძალებული, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. როგორც ერთ-ერთმა დემოკრატიის სკოლის მონაწილემ საკუთარ ფეისბუქის პოსტში განაცხადა : „არასდროს არის გვიან ისწავლო და  ისწავლო კიდევ ერთხელ. მოხარული ვერ დემოკრატიის სკოლის გახსნით, ეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია… EECMD-ისა და ორგანიზატორების დამსახურებით, ვხვდები თუ როგორია ლექციების ჩატარების ევროპული სტილი. ეს იდეალურია.“

მონაწილემ ლვოვიდან აღნიშნა, რომ: „ კორუფცია, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და უკრაინელი მოქალაქეების მიერ ვალდებულის ნაკლებად განცდა წლების მანძილზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო უკრაინაში. ამის საპირისპიროდ, მე მსურს ვიმუშაო კრეატიულად რათა საკუთარი წვლილი შევიტანო უკრაინის წარმატებაში. ვიცი, რომ ახლადგახსნილ დემოკრატიის სკოლაში ჩემი მონაწილეობა ამაში დამეხმარება.“