კონკურსი პუბლიკაციების წარმოდგენაზე

ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიის ხერხემალს წარმოადგენს. მისი ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ფორმა მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ განვითარებას. მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები კანონმდებლობაში. ამავდროულად, გაუმჯობესებას საჭიროებს თვითმმართველობის განმსაზღვრელი სხვა ფაქტორებიც.

ქართული კანონმდებლობა პოლიტიკური პარტიების შესახებ პოლიტიკური კონკურენციის ჩარჩოებს განსაზღვრავს. თუმცაღა, წმინდა საკანონმდებლო საკითხების გარდა, პოლიტიკური პარტიები მოისაკლისებენ ინკლუზიურობისა და შიდა დემოკრატიის მექანიზმებსა და ტრადიციებს. ეს და სხვა ფაქტორები ხელს უშლიან ქართული პოლიტიკური პარტიების ეფექტიან და დემოკრატიულ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებას. მოკლედ, რეფორმებისთვის მნიშვნელოვანი არეალი არსებობს, როგორც საკანონდებლო, ასევე პოლიტიკური პარტიების მართვის და ორგანიზების თვალსაზრისით.

NIMD-ის პუბლიკაციების სერია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ფართო დისკუსიას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიტიკური კონკურენციის გაუმჯობესების გზების შესახებ.

პუბლიკაციების თემები:

** ადგილობრივი თვითმმართველობა (უფლებამოსილება და კომპეტენცია; მართვა და ეფექტიანობა; შიდა კომპეტენციების გამიჯნვა; შიდა რეგულაციები, ნორმები და სტანდარტები; ფინანსები და ფისკალური დეცენტრალიზაცია; სახელისუფლებო კონტროლი; გამჭვირვალობა და გავრცელება; დაკომპლექტება და ფუნქციები; საერთაშორისო გამოცდილება და შედარებითი ანალიზი; საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ა.შ.)
** პოლიტიკური პარტიების განვითარება (მართვა; ფორმირება და ფუნქციები; შიდა დემოკრატია; საარჩევნო კამპანია; კანდიდატების შერჩევა; საერთაშორისო გამოცდილება და შედარებითი ანალიზი; ქონება და ფინასები და ა.შ.)

ავტორებს მოვუწოდებთ შემოგვთავაზონ დამატებითი იდეები აღნიშნული ორი თემის გარშემო.

წარმატებული ნამუშევრები უნდა წარმოადგენდნენ თეორიული და პრაქტიკული მტკიცებულებებით გამყარებულ სიღრმისეულ მოსაზრებებს. ნამუშევრების აქცენტს უნდა წარმოადგენდეს კანონმდებლობის ან პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა. ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ ქართული კანონმდებლობა, პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება.

პუბლიკაციების შინაარსი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:

1. არსებული კონტექსტის შეჯამება
2. გაუმჯობესების ღირებული ალტერნატივები/შემოთავაზებები
3. თითოეული შემოთავაზების ძლიერი და სუსტი მხარეები
4. ავტორის მიერ რეკომენდებული მოქმედების მიმართულება
5. არგუმენტაცია
6. დადებითი და უარყოფითი მხარეების და/ან სავარაუდო შედეგების ანალიზი
7. რეფორმის იმპლემენტაციის დირექტივები და რჩევები.

NIMD-ის მხარდაჭერა:

შერჩეული წინადადებების ავტორებს გადაეცემათ ფიქსირებული ჰონორარი. დასრულებული ნამუშევრები, რედაქტირების შემდეგ, NIMD-ის მიერ დაიბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. პუბლიკაციების ავტორები მიწვეული იქნებიან NIMD-ის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიებზე, რომლებიც გაიმართება 2011 წლის მანძილზე.

აპლიკაციის პროცედურა:

პუბლიკაციის 600 სიტყვიანი წინადადება და ავტორის რეზიუმე უნდა იქნას წარდგენილი 2011 წლის 20 ივნისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irakli.kobalia@nimd.ge

პუბლიკაციის წინადადება უნდა მოიცავდეს განზრახვის აღწერას, კვლევის მეთოდოლოგიას (სადაც საჭიროა) და სამუშაო ბიბლიოგრაფიას. წინადადებებს განიხილავს NIMD-ის კომისია. შერჩეულ ავტორებს შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნებათ 5 ივლისამდე. პუბლიკაციის წინადადება უნდა იყოს შედგენილი ინგლისურ ენაზე.

დასრულებული ნამუშევრების მოცულობა უნდა შეადგენდეს 10 000 ± 200 სიტყვას, ბიბლიოგრაფიის გამოკლებით. დასრულებული ნამუშევრები უნდა იყოს წარდგენილი ქართულ ენაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ზანდუკელის 5, თბილისი 0108
ტელ.: 995 32 982456