დემოკრატიის სკოლის გახსნა

NIMD საქართველომ დემოკრატიის საერთაშორისო დღე 2011 წლის 15 სექტემბერს თელავის დემოკრატიის სკოლის გახსნით აღნიშნა. ღონისძიება გაიხსნა NIMD-ის პროგრამების მენეჯერის, კატი პირის მისასალმებელი სიტყვით. პირველი ლექცია თანამედროვე დემოკრატიის ისტორიაზე წაიკითხა NIMD-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ლევან ცუცქირიძემ. ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის ძირითადი ისტორიული წინამძღვრების შესახებ პრეზენტაციას დამსწრეთა შორის აქტიური დისკუსია მოყვა.

სკოლის მსმენელები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ, მათშორის დაინტერესებულ პირებს ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და სტუდენტების რიგებიდან. ისინი ექვსთვიან სატრენინგო პროგრამას გაივლიან რომელიც როგორც თეორიული მასალის ასევე პრაქტიკული უნარების სწავლებას მოიცავს. პროგრამის თემატიკა ფარავს საკითხების ფართო სპექტრს პროექტის მართვის საფუძვლებიდან ადამიანის უფლებებამდე.

თელავის დემოკრატიის სკოლა ეყრდნობა NIMD–ის საერთაშორისო გამოცდილებას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში NIMD ეხმარება აქტიურ მოქალაქეებს შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში. აქტიური მოქალაქეების მხარდაჭერა NIMD-ის დემოკრატიის ხელშეწყობის ხედვის შემადგენელი კომპონენტია. თელავის შემდეგ მსგავსი პროგრამის გახსნა საქართველოს სხვა რეგიონებში იგეგმება. დემოკრატიის სკოლების ქსელი მსმენელების მზარდ რაოდენობას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.

პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე მსმენელები მოამზადებენ საკუთარ, საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც მათ NIMD დაეხმარება.
თელავის დემოკრატიის სკოლის წარმატებული სტარტის შემდეგ NIMD მორიგი სკოლის გახსნას 2012 წლის დასაწყისში ქუთაისში გეგმავს.