დემოკრატიის ბანაკი 2013

2013 წლის დემოკრატიის ბანაკის თემა „საქართველო 2025“ იყო. ბანაკის მონაწილეებმა ერთი კვირის მანძილზე სხვადასხვა აქტივობების ფორმატში განიხილეს და იმსჯელეს საქართველოს განვითარების ხედვასა და სტრატეგიულ ამოცანებზე 2025 წლისთვის.

ბანაკის პროგრამა მოიცავდა სამ ძირითად სფეროს: ეკონომიკა, სოციალური პოლიტიკა/განათლება და საერთაშორისო ურთიერთობები. ინტენსიური ტრენინგებისა და მოწვეული ექსპერტებისგან მიღებული თეორიული ცოდნის შემდგომ, მონაწილეებმა თავად შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელშიც ასახეს საკუთარი ხედვა „საქართველოს 2025“ წლის შესახებ და წარუდგინეს აუდიტორიას.