ანტი-კორუფციული ‘ტრენერთა ტრენინგი’ ლვოვში, უკრაინაში

2017 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ლვოვში, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით ანტი-კორუფციული ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მონაწილეები კიევიდან, თბილისიდან, ლვოვიდან და ოდესიდან. ტრენინგის დროს ყურადღება გამახვილდა კორუფციის ცნების შესწავლასა და კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკების განხილვაზე.

ტრენინგს უძღვებოდა დოქ. ალექსანდრე კუპატაძე (King’s College London), რომელმაც მონაწილეებს თემის ირგვლივ საკუთარი ცოდნა და მათ ქვეყნებსა და საზოგადოებებში კორუფციის დაძლევის შესაძლო მექანიზმები გაუზიარა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვა ახალგაზრდა დემოკრატიების ირგვლივ ტრენინგის ფოკუსირებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის წარმატებით მიმდინარეობას.

ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ კორუფციის ცნების ირგვლივ მიმდინარე თეორიულ და პრაქტიკულ დებატებს და მიეღოთ ცოდნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული მაგალითებისა და წარმატებული ქვეყნების  გამოცდილების შესახებ. მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე, შერჩეული ტრენერები შეიმუშავებენ ანტი-კორუფციულ მოდულს და ჩაატარებენ ლექციებს დემოკრატიის სკოლის მონაწილეებისათვის უკრაინასა და საქართველოში.

ტრენინგი მოიცავდა კორუფციის ფენომენის ყველა ძირითადი ასპექტის, ისევე როგორც მის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლო მექანიზმების შესწავლას. პირველ დღეს ყურადღება გამახვილდა კორუფციისა და ანტი-კორუფციის დეფინიციებსა და დემოკრატიულ, ავტოკრატიულ თუ ტრანზიციულ რეჟიმებში მათ აგენტებზე. მეორე ნაწილში განიხილებოდა კორუფციის დაძლევაში გამჭვირვალობის, დეცენტრალიზაციისა და სხვადასხვა ანტი-კორუფციული სააგენტოების როლი. ტრენინგი ასევე შეეხებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოებისა და შიდა და საერთაშორისო ინსტიტუტების როლს, ისევე როგორც ადგილობრივი რეგიონალური კონტექსტის გააზრებას. ამავდროულად, პროგრამის ბოლო ნაწილმა პრაქტიკული ვორქშოფის სახე მიიღო, სადაც ანტი – კორუფციული სასწავლო კურსების – რომლებიც შემდეგ ტრენერებმა სტუდენტებს უნდა ასწავლონ – გაუმჯობესება და მათი სასწავლო მეთოდოლოგიის შემუშავება განიხილებოდა.

ტრენინგი ყველა მონაწილისათვის სასარგებლო აღმოჩნდა. “დიდი მადლობა მონაწილეობისათვის!  მე არამხოლოდ მოგაწოდეთ ინფორმაცია, არამედ ბევრი ვისწავლე  თქვენი დისკუსიებიდან“ – აღნიშნა ტრენერმა ალექსანდრე კუპატაძემ თავის შემაჯამებელი სიტყვაში. „ეს ჩემთვის კიდევ ერთი დამატებით ტრენინგი არ იყო, არამედ იყო უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც EECMD-მა და მისმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს, გავცნობოდი განახლებულ მეთოდოლოგიას თუ როგორ უნდა შემუშავდეს ანტი-კორუფციული კურსი და თუ როგორ უნდა ასწავლო ეს კურსი სტუდენტებს“,-აღნიშნა ვლადიმერ სტრეტოვიჩმა, რომელიც ცნობილი უკრაინელი კანონმდებელი და უკვე უკრაინის დემოკრატიის სკოლების ანტი-კორუფციული კურსის ტრენერია. კიდევ ერთმა მონაწილემ, იურისტმა ანდრეი კოსტინმა კი განაცხადა, რომ: „ძალიან პროდუქტიული კვირა იყო. წარმატებები თითოეულ ჩვენგანს ანტი-კორუფციულ საქმიანობაში.“