ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებგვერდი www.partiebi.ge განახლდა

2020 წლის 23 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებგვერდი www.partiebi.ge განაახლა.

www.partiebi.ge 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.

განახლებულ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამები, ხედვები პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავების, ეკონომიკის, საზოგადოებრივი და სოციალური საკითხების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ამასთანავე, www.partiebi.ge საშუალებით ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს ერთმანეთს შეადაროს პოლიტიკური პარტიების ხედვები ცალკეულ, მისთვის საინტერესო საკითხებზე და/ან გაეცნოს მათ სრულ საარჩევნო პროგრამას.

მიმდინარე საარჩევნო წელს, www.partiebi.ge – ს დაემატა ახალი ონლაინ პროექტი „საარჩევნო კომპასი საქართველოსთვის“. “საარჩევნო კომპასი საქართველო“ არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან. აღნიშნული პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდებისა და ჰოლანდიის სამეფოს მიერ და ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მიერ: აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის ვრიეს უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”, რომელიც მუშაობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე.

2020 წლის 23 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებგვერდი www.partiebi.ge განაახლა.